ხაშურის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია ხორციელდება. ამ ეტაპზე ბორჯომის ქუჩაზე #58 და შუშის ქარხნის დასახლებაში #4 ბინის სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტებს მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს, ბორჯომის ქუჩაზე ბინის სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები 63 104 ლარს შეადგენს, ხოლო შუშის ქარხნის დასახლებაში მრავალბინიანი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია- 68 085 ლარს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია ხორციელდება
19/02/2020