ვერძი
დღეს ყველაზე მცდარი იქნება თქვენი მხრიდან პასიურობის გამოვლენა. ისარგებლეთ დღევანდელი დღის შესაძლებლობებით. დიდია ალაბთOბა, რომ ბევრი ისეთი კარი გაიღოს თქვენს წინაშე რომლებიც აქამდე დახურული იყო. ნუ ელოდებით, რომ ვინემ დაგიძახებთ, ყველაფერი თქვენით გააკეთეთ.
კურო
დღეს ნუ აჩქარდებით, დაუფიქრებელმა გადაწყვეტილებებმა და მოსაზრებებმა შესაძლოა გეგმები ჩაგიშალონ. იმპულსურმა მოქმედებებმა შესაძლოა ყველაფერი ჩაგიშალონ, ასე, რომ ფრთხილად იყავით, ჯერ გაიაზრეთ და მერე იმოქმედეთ.
ტყუპი
დღეს გექნებათ შემოქმედებითი აქტივობის მოზღვავება, რაც დაგეხმარებათ კარიერაში წინსვლაში. საქმიანობის ყველა სფეროში მოსალოდნელია ცვლილებები. საქმის რაოდენობის მომატება, ფინანსების და სამეგობრო წრის გაზრდა.
კირჩხიბი
კარგი დღეა საინტერესო და მაღალ ანაზღაურებადი სამსახურის მოსაძებნად, პროფესიულ სფეროში სხვა ცვლილებებისათვის. ამიტომ ყველა ძალა გამოიყენეთ, რომ ხელიდან არ გაუშვათ სასურველი სამსახური. შესაძლებელია ხელი მოაწეროთ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც გაიზრდება თქვენი კეთილდღეობა.
ლომი
დღეს არ ღირს კამათი და დისკუსია არც ხელმძღვანელობასთან და არც ოჯახის წევრებთან. შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ. თუ პრობლემებს ვერ უმკლავდებით მიმართეთ გამოცდილ ადამიანს, რომელიც სიხარულით დაგეხმარებათ და საჭირო რჩევასაც მოგცემთ.
ქალწული
დღეს კიდევ ერთი დაძაბული საქმიანი დღე გელოდებათ, შეეცადეთ მოაგვაროთ ძველი საქმეები და დაამყაროთ ახალი საქმიანი კონტაქტები. თქვენ შეძლებთ ოქროს შუალედის პოვნას საქმეებსა და პირად ცხოვრებას შორის, ოღონდ მოგიწევთ გარკვეულ დათმობაზე წასვლა.
სასწორი
თუკი დღეს ძალზედ მომხიბვლელ საქმიან წინადადებას გაგიკეთებენ , ნუ იჩქარებთ მასზე დათანხმებას, კარგად დაფიქრდით, აწონ-დაწონეთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. დღეს ზედმეტად სენტიმენტალური იქნებით ამიტომ შეეცადეთ თავი მოარიდოთ უცხო ადამიანებს, რომლებმაც შესაძლებელია ისარგებლონ ამით.
მორიელი
თავდაჯერებულობა დღეს კარგ სამსახურს არ გაგიწევთ. შეეცადეთ ახალი გზები მოიძიოთ ძველი პრობლემების გადასაწყვეტად. ყურადღებით იყავით გარშემომყოფების მიმართ, დღეს მეტი მოთბინების გამოვლენა გმართებთ.
მშვილდოსანი
დღეს თქვენ საკუთარი თავისთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტი ხართ, მოერიდეთ რჩევებს უცხო ადამიანებისგან მაქსიმალურად მიენდეთ ინტუიციას. ახალი სამსახურის ან პარტნიორის ძებნა მოკლედ ხანში წარმატებით დასრულდება.
თხის რქა
დღევანდელ დღეს არ ღირს დაწყებული საქმეების დამთავრება და ახლის დაწყება. ნუ იქნებით ზედმეტად ემოციური, შეეცადეთ ტავი გააკონტროლოთ. უმჯობესია თუ არ წამოეგებით პროვოკაციებს და არც თვითონ არ გამოიწვევთ არავის.
მერწყული
დღეს შესაძლებელია გაგიჩნდეთ შანსი გამოსცადოთ საკუთარი თავი საქმიანობის ახალ სფეროში. მცდელობა საკმაოდ წარმატებით დაგვირგვინდება. ძალიან აქტიური დღეა ყველა მიმართულებით.
თევზები
ყველანაირად ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან კონფლიქტებს თავი აარიდოთ. პირად ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემები შესაძლოა მოგვიანებით უარყოფითად აისახოს.