სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დღეს, 6 თებერვალს,მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა ფლევის ადმინისტრაციულ ერთეულში. სოფლებში: დიდ ფლევში, პატარა ფლევში, ნაცარგორასა და ტკოცაში მოსახლეობას ხვდებოდნენ ხაშურის მნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე, მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი ივანე ლოლაძე, საკრებულოს წევრი, ფლევის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ კაპანაძე და მერის წარმომადგენელი როინ ცხოვრებაძე. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის უმეტესობამ, ნაცარგორაში, პატარა ფლევში და ტკოცაში შიდა გზების მოხრეშვას დაუჭირა მხარი, დიდ ფლევში კი ატრაქციონების მოწყობა გადაწყდა.
მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
მოსახლეობის უმეტესობამ, ნაცარგორაში, პატარა ფლევში და ტკოცაში შიდა გზების მოხრეშვას დაუჭირა მხარი
06/02/2020