პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის უმეტესობამ ალში მოსაცდელებისა და გარე განათების მოწყობა დაასახელა

03/02/2020

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ალში, ბრილში, დუმაცხოვში, ახალუბანში, ქინძათსა და ცხეთიჯვარში მოსახლეობას შეხვდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ნოზაძე, ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი ივანე ლოლაძე და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის უმეტესობამ ალში მოსაცდელებისა და გარე განათების მოწყობა დაასახელა მნიშვნელოვნად, ბრილში და ახალუბანში-ატრაქციონები დაასახელეს პრიორიტეტულად, დუმაცხოვში-თავშეყრის ადგილის რეაბილიტაცია, ქინძათში- სასაფლაომდე მისასვლელი გზის მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება, ცხეთიჯვარში კი- სოფლის უბნებს შორის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის მცხოვრებლების საყოფაცხოვრებო პირობებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0