ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ე. წ. დვაბზუს ნასაკირალში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. საბავშვო ბაღი დღეს გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ გახსნეს. საბავშო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია და სამ სააღმზრდელო ჯგუფზე, 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 440 000 ლარი დაიხარჯა. ამჟამად, საბავშვო ბაღში 35 აღსაზრდელი ირიცხება. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მერის მოადგილეები, ა.(ა).ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი და ცენტრის თანამშრომლები.
დვაბზუს ნასაკირალში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
03/02/2020