არჩილ თალაკვაძე ყაზახეთის ელჩს შეხვდა

30/01/2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,არჩილ თალაკვაძე ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს, ბაურჟან მუხამეჯანოვს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ, სატრანზიტო-სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო კავშირებს და გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობას. პარლამენტის თავმჯდომარემ ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმჟომარტომ ტოკაევი და ყაზახი კოლეგები – სენატის თავმჯდომარე, დარიგა ნაზარბაევა და მაჯლისის თავმჯდომარე ნურლან ნიგმატულინი ვიზიტით საქართველოში მოიწვია. არჩილ თალაკვაძე ელჩს საქართველოს პარლამენტის საქმიანობას, მიდმინარე საკითხებზე და გეგმებზე ესაუბრა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0