საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტნიორობის (HDP) აღმასრულებელ დირექტორს, დერეკ ლუითენს და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლორა თორნტონს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ იმსჯელეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს, მიმდინარე რეფორმებსა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომლებს შეხვდა
21/01/2020