საქართველოს პრეზიდენტს ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრმა უმასპინძლა

15/01/2020

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრს ესტუმრა, სადაც ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პრეზიდენტმა ცენტრის საქმიანობას მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ იგი ქართული ფოლკლორის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისათვის უდიდესი დატვირთვის მატარებელია.

“ჩვენ მრავალი სირთულის წინაშე ვდგავართ, თუმცა ზურგს გვიმაგრებს უდიდესი ძალა და სიძლიერე – ეს არის თაობა, რომელიც მოდის. მე აღფრთოვანებული ვიყავი, თბილისში ამ ფოლკლორის ცენტრის ღონისძიებით. ნამდვილად, უდიდესი საქმე კეთდება და დარწმუნებული ვარ ყველგან არის ეს უდიდესი ნიჭი და შემართება. თუ ჩვენი განწყობა დაეყრდნობა ასეთ რეალურ საქმეს და იმ მომავალს, რომელიც დღეს იქმნება, მაშინ ჩვენ მართლაც ყველანაირი ძალა და რესურსი გვექნება, რათა დავძლიოთ არსებული გამოწვევები. ეს ქვეყანა არის ძალიან ძლიერი, მრავალი რესურსისა და დიდი წარსულის მატარებელი და რაც მთავარია ძალიან დიდი მომავლის მქონე. ჩვენ თუ ამაში დავრწმუნდებით, ჩვენი მომავალი მართლაც არაჩვეულებრივი იქნება. მე ამაში დარწმუნებული ვარ, ” – განაცხადა პრეზიდენტმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0