სალომე ზურაბიშვილი გურიის რეგიონის ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივ მეწარმეებსა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

15/01/2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეცნო მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების, მათ შორის ქალი მეწარმეების საქმიანობას, მათი წარმატების ფაქტორებსა და იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ისინი დგანან. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ქალთა გაძლიერებასა და ბიზნეს საქმიანობაში მათი ჩართულობის მნიშვნელობასა და მათი წარმატებული გამოცდილების გაზიარებაზე.

„როგორც ყველა რეგიონული ვიზიტის შემთხვევაში, გურიაშიც ჩემი მთავარი ინტერესის საგანი, რეგიონის განვითარებაა. შევხვდი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც ძალიან წარმატებულები არიან, განსაკუთრებით ქალები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ენერგია, შემართება და წარმატებული შედეგებია ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებით. მე ძალიან გამხნევებული და იმედიანი ვარ ამით,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0