გუდაურში ,,რედკოს დასახლებას’’ წყლის მიწოდება აღუდგა

05/01/2020

გუდაურში სამდღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად პრობლემა აღმოფხვრილია და “რედკოს დასახლება”-ს წყალმომარაგება სრულად გუში 23:00-დან აღუდგა. წყლის მიწოდების შეფერხების აღმოსაფხვრელად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, შესაბამის სამსახურებით, 112 ბრიგადებთან ერთად სამი დღის განვალობაში მუშაობდა. წყალმომარაგების აღდგენამდე, დასახლებას წყალმზიდების საშუალებით წყალი მიეწოდებოდა. გუდაურში მშრალმა კლიმატურმა პირობებმა წყლის მარაგის შემცირება, ხოლო სეზონზე გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია. წყლის მარაგის შემცირებისა და წნევის ვარდნის გამო, რეზერუარების შევსებას პრობლები შეექმნა და “რედკოს დასახლება”-ში წყლის მიწოდება შეაფერხა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გუდაურში დაწყებული აქვს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად შეიცვლება ამორტიზებული და მოძველებული სისტემები, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის საკურორტო ზონაში სეზონურად არსებულ პრობლემებს. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 50 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0