სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვებს, ახალი წელი გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ მიულოცა და მათ საახალწლო ნობათი მიუტანა.
„ ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბევრ სიხარულსა და თქვენი სურვილების ასრულებას“ -განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრებ ბავშვებს ახალი წლის შემობრძანება, ასევე მიულოცეს, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა და რწმუნებულის მოადგილემ, ქეთევან მოისწრაფეშვილმა.