არჩილ ჯაფარიძემ ლენტეხის მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა

28/12/2019

“ერთად გავულამაზოთ ახალი წლის დღეები მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება!”-ამ ლოზუნგით რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს, რომელშიც ადმინისტრაციასთან ერთად, კერძო და საჯარო ორგანიზაციებიც ჩაერთნენ, აქციის მიზანია რეგიონის მასშტაბით განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა და ბავშვებისთვის ახალი წლის დღეების გალამაზება. აქციის ფარგლებში, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბულეში,მახაშში, ტვიბში და ფაყში მცხოვრებ ოჯახებს ესტუმრა, დამდეგი შობა- ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

“მიხარია რომ დღეს ლენტეხის მაღალმთიან სოფლებში ვულოცავ ჩვენს მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს, ეს ოჯახები ამაგრებენ და იცავენ მთას, ჩვენთვის თითოეული მათგანი ძალიან ძვირფასი და დასაფასებელია, მინდა ამ სოფლებიდან ჩვენს რეგიონს და სრულიად საქართველოს მივულოცო დამდეგი დღესასწაულები და მშვიდობა და სიძლიერე ვუსურვო” – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0