დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ინიცირებით საახალწლო საქველმოქმედო აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესი საჭიროებების მქონე მოქალაქეებს საახალწლოდ საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადაეცათ. მოქალაქეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მიხეილ ჯანაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ ზვიად ქურდაძემ და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებმა. საქველმოქმედო აქცია მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.
მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო მადლობას უხდის ყველა იმ თანამშრომელს, რომლებმაც ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების გარდა, პირადი წვლილი შეიტანეს ქველმოქმედებაში.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ინიცირებით საახალწლო საქველმოქმედო აქცია მოეწყო
27/12/2019