ჭიათურაში გამწვანების აქცია მოეწყო

27/12/2019

ჭიათურაში, მერიისა და სატყეო დეპარტამენტის ერთობლივი თანამშრომლობით გამწვანების აქცია მოეწყო. ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, მერის მოადგილე გიორგი ბიწაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანრე ციცქიშვილმა სატყეო დეპარტამენტის ჭიათურის წარმომადგენლებთან ერთად, აღმაშენებლის ქუჩაზე 18 ძირი სოჭისა და ფიჭვის ნერგი დარგეს.

“გამწვანება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქალაქისთვის. ამდენად, გვსურს ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ ჭიათურის გამწვანებაში. სატყეო დეპარტამენტთან ერთად ასეთი სახის აქციებს მომავალშიც გავაგრძელებთ” – განაცხადა გივი მოდებაძემ.

დღეს,ჭიათურის მუნიციპალიტეტში აღმაშენებლის, თბილისისა და ჭავჭავაძის ქუჩაზე 60 ნერგი დაირგო .

Tweet about this on TwitterShare on Facebook0