ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში წელს ბოლნისში “აგროცენტრი” აშენდა, რომელიც ფუნქციონირებას იანვარში დაიწყებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა „აგროცენტრის“ თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. მერმა მათ ცენტრის ფუნქციონირების სპეციფიკა და მიზნები გააცნო. შეხვედრას ასევე “აგროცენტრის” ბიზნეს მოდელზე მომუშავე ექსპერტი ირაკლი მაღრაძეც დაესწრო.
„აგროცენტრის“ მიზანია ბოლნისში სოფლის მეურნეობის დარგისა და ფერმერების ხელშეწყობა, რათა მათ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია ქართულ ბაზარზე წარმატებით შეძლონ.
დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის „აგროცენტრის“ თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
27/12/2019