არჩილ ჯაფარიძე, სკოლის პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს

23/12/2019

სახელმწიფო რწმუნებული სკოლის პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს. არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ისუნდერისა და სოფ.ლუხვანოს საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა. რწმუნებული გაეცნო სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, პედაგოგებს გააცნო რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროცესები და ისაუბრა მასწავლებლის როლზე საზოგადოების განვითარების პროცესში,
მანვე აღნიშნა,რომ დღეს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო პრესტიჟული და დაფასებული გახდეს.“ რწმუნებულის შეხვედრები პედაგოგებთან გაგრძელდება და რეგიონის ყველა სკოლას მოიცავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0