19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19/12/2019

ვერძი
დღევანდელი დღე კონფლიქტით დაიწყება, ჰარმონიული კოსმოსური სიტუაცია გეხმარებათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.იფანტაზიორეთ, ნამდვილად არ წააგებთ. მოსალოდნელია სამსახურში პრემია მიიღოთ.

კურო
შეეცდებით, ყველას დაუმტკიცოთ თქვენი დამოუკიდებლობა, მაგრამ ზომიერების დაცვა გმართებთ, რადგან შესაძლოა, თქვენდაუნებურად, ვინმეს სერიოზული წყენა მიაყენოთ.

ტყუპი
ფორტუნა თქვენს მხარესაა. შეგიძლიათ ახალი ცხოვრება დაიწყოთ. გელით საინტერესო მოგზაურობა, შეხვედრები და ახალნაცნობობა.

კირჩხიბი
დღეს შედეგის მისაღწევად არ მოგიწევთ გადაწყვეტილების შეცვლა. მოგეთხოვებათ დინამიკური მოქმედება. დღის ბოლომდე თქვენს პოზიციას მკვეთრად გამოავლენთ.

ლომი
დღეს თქვენ ხართ ენერგიით სავსე. თუ თქვენ კარგად იშრომეთ, მაშინ დღეს თქვენ შეაგროვებთ კარგ თანხას. წარმატებულად წარიმართება კომერციული ოპერაციები, მოსალოდნელია დახმარება საზღვარგარეთიდან.

ქალწული
საკმაოდ მძიმე დღე გელით, შეიძენთ ახალ საქმიან პარტნიორებს, თუმცა ეს კავშირი დიდი ხანი არ გაგრძელდება, გელით ბევრი შეხვედრა, ამასთანავე კამათიც, მაგრამ დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.

სასწორი
საქმიან ცხოვრებაში აქტიურობა გმართებთ. კონცენტრირება ერთ საქმეზე მოახდინეთ. წარმატება გელით ფინანსურ საკითხებში. დროის მნიშვნელოვანი ნაწილი საყვარელ ადამიანთან გაატარეთ.

მორიელი
თანდათანობით საკუთარ თავში დარწმუნდებით. საღამოს ოჯახთან ერთად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ.

მშვილდოსანი
თამამად შეუდექით საკუთარი მიზნების განხორციელებას. მდგომარეობა თქვენს სასარგებლოდ აეწყობა. უამრავ თანამოაზრეებს შეხვდებით.

თხის რქა
დღეს უარს ნუ იტყვი რომანტიკულ თავგადასავალზე, რადგან თქვენი მომხიბვლელობა დღეს პიკს მიაღწევს, რაც წარმატებას მოგიტანთ სასიყვარულო ურთიერთობაში.

მერწყული
თქვენ შეიძლება ცოტათი გადაუხვიოთ დღევანდელ გეგმებს, მაგრამ ნუ შეშინდებით, ეს მხოლოდ სასიამოვნო თავგადასავალს დაემსგავსება, რომელიც შესაძლოა ცოტა ძვირი დაგიჯდეთ.

თევზები
დღე ხელსაყრელია მშენებლებისათვის, ტექნიკის და მომსახურების სფეროში დაკავებული პირებისათვის. თქვენ ნამდვილად მიიღებთ ფულს, და არა ერთი ადგილიდან. დღევანდელ დღეს შეძენილი, ან აღმოჩნდება ფარული წუნის მქონე, ან უახლოეს მომავალში გაგიცრუებთ იმედს. თქვენი ურთიერთობები შეიძლება ჩიხში აღმოჩნდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0