სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2020-2021 ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ხოლო სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო ინვესტიციების დეპარტამენტის მომდევნო ორი წლის გეგმები და მიზნები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მოზიდვის განახლებული სტრატეგია შეიმუშავა, რომლის შედეგადაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში მაღალანაზღაურებად და საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორებში 3, 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
„აწარმოე საქართველოში“ 2020-2021 ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
16/12/2019