ალექსანდრე სარიშვილმა, სოფელ მაჩხვარეთში ლურჯის მოცვის პლანტაცია დაათვალიერა

12/12/2019

ლურჯის მოცვის პლანტაცია სოფელ მაჩხვარეთში მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა დაათვალიერა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივთ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავლის“ პირველი ეტაპის გამარჯვებულებმა უკვე დაიწყეს მოცვის ნერგების გაშენება.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მაჩხვარეთში ნახევარ ჰა ფართობზე 1500 ძირი მოცვის გაშენება დაიწყო.
დავით კვირკველიამ და შალვა წილოსანმა შემოიკრიბა თანამოზრეები და მოცვის კულტურის გაშენება გადაწყვიტეს, კონკურსში გაიმარჯვეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დააფინანსა ნერგები და წვეთოვანი მორწყვის სისტემა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0