ბიუროს სხდომაზე უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების მიერ კვოტების დათმობის და სხვადასხვა კომიტეტებში გადაადგილების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

11/12/2019

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის წევრები 11-13 დეკემბრის პლენარული სხდომების კენჭსაყრელ და განსახილველ საკითხებთან ერთად, საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ. ბიუროს წევრები საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის კანდიდატურის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მომართვას გაეცნენ. მათ ასევე ცნობად მიიღეს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მომართვა პარლამენტის ახალი წევრის, თემურ გოცირიძის ფრაქციაში გაწევრიანების შესახებ, პარლამენტის წევრის, ალექსანდრე ერქვანიას პირადი განცხადების საფუძველზე საპარლამენტო უმრავლესობიდან და ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გასვლის შესახებ. ბიუროს სხდომაზე უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების მიერ კვოტების დათმობის და სხვადასხვა კომიტეტებში გადაადგილების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და ასევე ცნობად მიიღეს დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების, „ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ და ევროპულ საქართველოში შემავალი ფრაქციების მომართვები, რომლებიც კომიტეტებში და მუდმივმოქმედ დელეგაციებში გაწევრიანებას შეეხებოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელთა საპარლამენტო საქმიანობაში დაბრუნების შესახებ განცხადება გააკეთა: „მგონია, რომ ბიურომ უარი არ უნდა უთხრას ოპოზიციას, თუ მათ სურთ კომიტეტებში გაწევრიანება და დაბრუნება, რა თქმა უნდა, ამის საშუალება მათ აქვთ“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0