საქართველოში კულტურული მარშრუტების პირველ ტრენინგ აკადემიას ჩაეყარა საფუძველი

10/12/2019

სასტუმრო იოტაში,საქართველოში კულტურული მარშრუტების პირველი ტრენინგაკადემიის ფარგლებში, ორდღიანი სემინარი ჩატარდა,რომელსაც ევროპის საბჭოს ორი ექსპერტი:პროფესორი მაიკ რობინსონი და კაროლინაკლარკი უძღვებოდნენ. ტრენინგის დახურვას განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისმოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრო.
ტრენინგი საქართველოსგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისსამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსადა კულტურული მარშრუტების, ევროპულიინსტიტუტის ორგანიზით გაიმართა. მისი მიზანიიყო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტებისპროგრამის ძირითადი მახასიათებლების გაცნობა ევროპისსაბჭოს მიერ სერტიფიცირებულ მარშრუტში ჩართული ადგილობრივი უწყებების,მენეჯერებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის. ტრენინგზე ასევე განიხილესკულტურული მარშრუტების ჩამოყალიბების, განვითარების, მართვისა და დაფინანსებისსაკითხები. ტრენინგი 2 დღე გრძელდებოდა და მის 35 მონაწილეს სამინისტროსა დაევროპის საბჭოს ერთობლივი სერტიფიკატებიგადაეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0