ბესიკ ამირანაშვილმა, ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშემწყობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

30/11/2019

სახელმწიფო რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს, რწმუნებულის მოადგილეებს და მუნიციპალიტეტის მერებს, საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველოს სოციალური პროგრამების და ადვოკატირების მენეჯერმა მაია მგელიაშვილი, ამავე ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის დირექტორმა ნინო ლომიძე წარუდგინეს პროექტი, რომლის მიზანიც არის საქართველოში ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მექანიზმის ჩამოყალიბების, მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახების იდენტიფიცირებისა და ბავშვზე ზრუნვის მომსახურებათა ხარისხის გაუმჯობესების გზით. შეხვედრაზე მხარეები მერებთან თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0