გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია და ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა, კომპანია “EPICO GROUP” – ის მფლობელ ფლავიო ანდრეოლი ბონაცის და აღმასრულებელ დირექტორს დიმიტრი ჯიქიას შეხვდნენ. კომპანია „EPICO“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე გუბაზეულზე არსებული ჰიდროელექტროსადგურის – „ბუქსიეთი ჰესის“ მფლობელი გახდა. კომპანია ჰესის ექსპლუატაციისას ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესებას გეგმავს. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექსპლუატაციის დროს გარემოსდაცვით საკითხებს და სოფელ ბუქსიეთში სოციალური პროექტების განხორციელებას დაეთმო.
კომპანია „EPICO“ – „ბუქსიეთი ჰესის“ მფლობელი გახდა
29/11/2019