გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. სოფელ შუაფარცხმაში და სოფელ ამაღლებაში სტიქიისგან დაზიანებული მილხიდისა და საავტომობილო გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 124 952 ლარს შეადგენს. სოფელ იანეულში გზის რეაბილიტაცია ხოლო, სოფელ ბუკისციხეში, კიუვეტებისა და საბჯენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 60 116 ლარს შეადგენს. აღნიშნული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ზურაბ ნასარაიამ, ჩოხატაურში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
28/11/2019