წყალმომარაგების საკითხებზე შეხვედრები გრძელდება

25/11/2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, რეგიონებში სამუშაო შეხვედრებს განაგრძობენ. შეხვედრების პარალელურად, მინისტრის მოადგილე და კომპანიის დირექტორი წყალმომარაგების კუთხით არსებულ მდგომარეობას და მიმდინარე პროექტებს ადგილზე ეცნობიან. ამჯერად, სამუშაო შეხვედრები კახეთის რეგიონში გაიმართა. მხარის გუბერნატორთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფთან ერთად, ის პრობლემური საკითხები განიხილეს, რომელიც რეგიონში წყალმომარაგების კუთხით არსებობს. იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების დროულად მოგვარების გზებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0