ღია შეხვედრები ჭიათურის მუნიციპალიტეტში გრძელდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის: მერევის, გუნდაეთის, წასრისა და შუქრუთის მცხოვრებლებს შეხვდნენ. ადგილობრივებმა მთავარ საკითხად სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება დაასახელეს. გარდა ამისა სოფელ მერევში საბვშვო ბაღის გახსნისა და სოფლის გაზიფიცირების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
ღია შეხვედრები ჭიათურის მუნიციპალიტეტში გრძელდება
20/11/2019