ხელისუფლების წარმომადგენლები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

14/11/2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ნაკიანში მიმდინარე სამედიცინო ამბულატორიის, ქალაქ ჩხოროწყუში სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა და სოფელ ლეწურწუმეში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – ნაფიჩხოვოში,თაიაში,ზუმში, ჭოღასა და ნაკიანში ახალი საექიმო ამბულატორიების მშენებლობა მიმდინარეობს. ამბულატორიების მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში სასმელი წყლის სისტემის ეწყობა . წყალმომარაგებით საპერტაიოს უბანში მცხოვრები 60 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი. მოსახლეობის უზრუნველყოფა სასმელი წყლით მოხდება ადგილზე მოწყობილი ჭაბურღილის გამოყენებით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია დასახლებული უბნის დაქსელვა. სასმელი წყლის შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ნაფიჩხოვოს ადმინისტრაციულ ერთეულში. პროექტი რეგ.ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. წყალმომარაგების პრობლემა აღნიშნულ სოფლებში წლებია დგას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0