საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოების წარმოების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 223-ე კმ-ზე არსებული ბაღდათის სატრანსპორტო კვანძის პანდუსები ჩაიკეტება. აღნიშნული სამუშაოების გამო დაწესდა დამატებითი საგზაო მოძრაობის დროებითი ორგანიზაციის შესაბამისი ღონისძიებები, საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობის დასარეგულირებლად. საუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. გადაკეტვის/გადართვის (შეზღუდვის) ადგილები ღამის საათებში განათდება და მშენებლი ორგანზაცია შესასვლელ-გამოსავლელში მოძრაობის რეაგულირებას უზრუნველყოფს.
სამშენებლო სამუშაოების გამო ბაღდათის სატრანსპორტო კვანძის პანდუსები ჩაიკეტება
14/11/2019