ნინო ვიბლიანი, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების სპორტის სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა

12/11/2019

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს ნინო ვიბლიანს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალიას და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების სპორტის სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში რეგიონის ახალგაზრდების მონაწილეობის საკითხი განიხილეს. მუნიციპალურ და რეგიონულ ეტაპებზე პროგრამის განხორციელებაში ფედერაციას პარტნიორობას მერიების შესაბამის სამსახურებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნეულის ადმინისტრაცია გაუწევს. ოლიმპიადის თამაშებში ამჟამად ჩართულია საქართველო 1800-ზე მეტი სკოლის 100 000-ზე მეტი მოსწავლე. ოლიმპიადა შედგება მუნიციპალური, რეგიონული, ზონალური და დასკვნითი ეტაპებისგან. პროგრამის მიზანია, საქართველოში სასკოლო სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0