შატილის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისთვის სასადილოს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

07/11/2019

შატილში, სკოლა-პანსიონის მოსწავლეებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასადილო შენდება. მკაცრი კლიმატური პირობების მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება. პროექტის ღირებულება 275 000 ლარს შეადგენს. შატილში, რამდენიმე კვირის წინ დამწვარი სკოლა-პანსიონის მოსწავლეები სწავლას ახალრეაბილიტირებული ამბულატორიის შენობაში აგრძელებენ. შენობაში ყველა შესაბამისი პირობაა შექმნილი, რათა სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოსწავლეები და მათი პედაგოგები საჭირო სასკოლო ინვენტარით უზრუნველყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დამწვარი სკოლა-პანსიონის ნაცვლად შატილში ახალი სკოლა აშენდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0