7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

07/11/2019

ვერძი
დღეს, შეიძლება საკუთარ ილუზიებში გაეხვიოთ. თქვენი ფიქრები უნდა იყოს დალაგებული და სწორი, ხოლო მეტყველება დამაჯერებელი. გადადეთ ფინანსური პრობლემების გადაწყვეტა. გექნებათ საყოფაცხოვრებო პრობლემები. არ შეიცვალოთ დღეს ვარცხნილობა.

კურო
დღეს დაგეგმილი საქმე წარმატებას მოგიტანთ. ფინანსურ ოპერაციებშიც გაგიმართლებთ.

ტყუპი
საუკეთესო დღეა შეხვედრებისათვის და პაემნებისათვის. სახლის საქმეებიც წარმატებით ჩაივლის. ეს დღე გაატარეთ ოჯახში ან მეგობრების წრეში.

კირჩხიბი
დღევანდელი დღე ერთფეროვანი იქნება, დღის მეორე ნახევარში გააკონტროლეთ თქვენი დიეტა. საღამო ოჯახთან ერთად გაატარეთ და გაუხსენით გული თქვენ ოჯახის წევრებს

ლომი
გაგიმძაფრდებათ ინტუიცია და გაგიძლიერდებათ შინაგანი ენერგია, რაც თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს. არ არის გამორიცხული, ახლობელი ადამიანებისგან რაიმე საჩუქარი ან სიურპიზი მიიღოთ, რომელიც მეტად გაგახარებთ.

ქალწული
ფინანსურ საკითხებში პრინციპულობა გამოიჩინეთ. პარტნიორებთან ურთიერთობისას კი ეცადეთ, მათი აზრიც გაითვალისწინოთ. ხანდახან კომპრომისზეც წადით, რათა კონფლიქტებს თავი აარიდოთ. საღამო საყვარელ ადამიანს დაუთმეთ.

სასწორი
წარმატება გელით საქმიან მოლაპარაკებებზე, რასაც თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება მოჰყვება. დღის მეორე ნახევარი მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.

მორიელი
დღეს, განსკუთრებით მომხიბვლელი იქნებით. გამოიყენეთ ეს როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში. საშუალება მოგეცემათ, კარიერაში წინ წაიწიოთ. პირად ცხოვრებაში რადიკალური ნაბიჯებისაგან თავი შეიკავეთ.

მშვილდოსანი
ყველაფერს, რაც შემოქმედებას, ლიტერატურულ მოღვაწეობას ან ვაჭრობაში ფულის დაბანდებას, შეეხება, დღეს ადვილად განახორციელებთ, რაშიც ახლობელი ადამიანებიც დაგეხმარებიან.

თხის რქა
სამსახურში კონფლიქტებს ერიდეთ. იყავით ენერგიული. ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს, ამიტომ დასვენებისათვის ეს იდეალური ადგილია.

მერწყული
თქვენ შეიძლება ცოტათი გადაუხვიოთ დღევანდელ გეგმებს, მაგრამ ნუ შეშინდებით, ეს მხოლოდ სასიამოვნო თავგადასავალს დაემსგავსება, რომელიც შესაძლოა ცოტა ძვირი დაგიჯდეთ.

თევზები
ხელსაყრელი მომენტია გრძელვადიანი კომერციული გარიგებისთვის, საქმიანი მოგზაურობისთვის.მანქანის, ტექნიკური მოწყობილობის, სამუშაო აღჭურვილობის შეძენისას გარეგანი ღირსებებით ნუ მოიხიბლებით, კარგად დაათვალიერეთ შიგთავსი და შეამოწმეთ მისი ფუნქციონირება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0