ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ დირექტორს დენიელ მიულის, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს ლუიზა ვინტონის, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
მერმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სტუმრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ასევე მუნიციპალიტეტის ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებაც ისაუბრეს. ბოლნისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა კი გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
დავით შერაზადიშვილი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენლს შეხვდა
06/11/2019