ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მეორედ ქართული, სომხური და დუხობორების თემის კერძების ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალში, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით (სამსახურის უფროსი ჟორა სნხჩიანი) გაიმართა, ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებიდან ჩამოსული სტუმრები, ახალგაზრდა კოლექტივები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლე – ახალგაზრდები. ფესტივალში ქ. ნინოწმინდის #2, #3 და #4 სკოლები, ეშტიის #1 და #2 საჯარო სკოლები,განძის #1 საჯარო სკოლა, ნინოწმინდის სამუსიკო სკოლა, სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულება , კულტურის ცენტრი, ასევე, დუხობორების თემი, ქალაქის 4 რესტორანი და 4 ინდივიდუალური მზარეული მონაწილეობდა.
“დღევანდელი ღონისძიება ჩვენს მუნიციპალიტეტში მეგობრულად მცხოვრები ქართველი, სომეხი და დუხობორი ხელმარჯვე ქალებისა და ახალგაზრდა გოგოების უნარ-ჩვებების გამოხატვის ერთ-ერთი დასტურია, რომელსაც ტრადიციული გაგრძელება და გაფართოება ექნება”, განაცხადა ნინოწმინდის მერმა, ანი მოსოიანმა.საკრებულოს თავმჯდომარის – სუმბატ კიურეღიანის სიტყვებით კი “ფესტივალში მონაწილეთა რაოდენობა წელს გაორმაგდა“. ფესტივალს მიზნად ისახავს ჩვენი ტრადიციებისა და უძველესი სომხურ – ქართული და დუხობორების უგემრიელესი კერძების ახალგაზრდა თაობისთვის გადაცემას.
ფესტივალის თითოულმა მონაწილე კოლექტივმა და ინდივიდუალმა მონაწილემ სამახსოვრო საჩუქრებით, დიპლომებითა და საპატიო სიგელები დაჯილდოვდნენ. ღონისძიებაში კულტურის სახლის სომხური, ქართული და დუხობორების თემის ცეკვის ანსამბლები მონაწილეობდნენ.