სოფლებში მოსახლეობის ტრანსპორტირებას კერძო კომპანია უზრუნველყოფს

23/10/2019

მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდნენ. სოფელ მუხროვანში, ახალსოფელსა და საცხენისში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი დაფინანსებით, უკვე განხორციელებულია და მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის, გარე-განათების, სკოლების, ბაღებისა და ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციის და მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფის მასშტაბური პროექტები. შეხვედრის მიმდინარეობისას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში თეთრიწყაროსა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუატატმა, გოდერძი ჩანქსელიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა და საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად, ღია დიალოგის ფარგლებში განიხილეს სოფლების, კიდევ უფრო მეტად გავნითარებისთვის საჭირო ღონისძიებები. საუბარი შეეხო 2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს, რომლებიც სოფლის მცხოვრებლების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით იგეგმება.
ადგილობრივებმა ყურადღება გაამახვილეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის შემცირებაზე და ხარისხიანი სერვისის საჭიროებაზე. აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის ტრანსპორტირებას კერძო კომპანია უზრუნველყოფს, რომლის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0