პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

21/10/2019

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. აბაშის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, პარლამენტის წევრი ლევან მგალობლიშვილი, აბაშის მერი ლევან მაკალათია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი დაესწრნენ. მოსახლეობასთან შეხვედრები კვათანაში, ნოღოშაში და ქალაქის ტერიტორიულ ერთეულში გაიმართა. შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა შიდა გზების, და სპორტული ობიექტების პრობლემები. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრებზე დასახელებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0