სოფელ ეწერში გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს

21/10/2019

სოფელ ეწერში საავტომობილო გზის 6.2 კილომეტიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს.
სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 3 086 812 ლარს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული დავით სიჭინავა ასრულებს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. გზის რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთ წლებია უგზოობა აწუხებთ .

Tweet about this on TwitterShare on Facebook0