საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას, ინსტიტუტებს და საარჩევნო სისტემას – მადლიერები ვართ ამერიკელი ხალხის და ამერიკის მთავრობის, წლების განმავლობაში ძლიერი მხარდაჭერისთვის

18/10/2019

„საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას, ინსტიტუტებს და საარჩევნო სისტემას – მადლიერები ვართ ამერიკელი ხალხის და ამერიკის მთავრობის, წლების განმავლობაში ძლიერი მხარდაჭერისთვის. ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში; სასამართლოს რეფორმის IV ტალღის შემუშავებაში და მოსამართლეთა შერჩევისათვის კანონმდებლობის შემუშავებაში; დღეს, უკვე, ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები, საზოგადოება და პარტნიორები ერთად ვმუშაობთ საარჩევნო საკითხებზე”. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არჩევითი დემოკრატიის მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და მისი დახმარება მნიშნელოვანია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, “ოპტიმიზმის მომცემია პოლიტიკაში ახალგაზრდა პოლიტიკური კლასის შემოსვლა და ახალგაზრდების მონაწილეობას კიდევ უფრო მეტად უნდა შევუწყოთ ხელი”.
პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტის სახელით მადლობა გადაუხადა სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ამერიკელ ხალხს, 25 წელზე მეტი დროის განმავლობაში მხარდაჭერის და თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ახალი პროგრამაც ხელს შეუწყობს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას. USAID-მა პროგრამით „საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში“, ოფიციალურად გამოაცხადა ახალი, 4 წლიანი საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდამჭერი ინიციატივის დაწყება. პროგრამის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მის განხორციელებაში ჩართულმა ყველა პარტნიორმა ორგანიზაციამ

Tweet about this on TwitterShare on Facebook0