საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს ოფისის დირექტორს შეინ როზენტალს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც მხარეებმა ADB – ის დაფინანსებით ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. ADB საქართველოში 10 წელზე მეტია მუშაობს და ამ პერიოდში, საგზაო, წყალმომარაგებისა და სხვა მიმართულების პროექტებზე, 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი შეინ როზენტალს შეხვდა
16/10/2019