ვერძი
ბოლო დროს მომავალზე იყავით კონცენტრირებული. ახლა უნდა დაბრუნდეთ რეალობაSი და ახლანდელი საქმეები უნდა მოაგვაროთ. ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რაც დღესაც შეგიძლიათ გააკეთოთ.
კურო
სოციალურ ცხოვრებაში ბევრმა გაუგებრობამ მოიყარა თავი. შეიძლება ამის გამოც იკავებდით თავს კონკრეტულ ადამიანთან დაახლოებას. დღეს შანსი მოგეცემათ სწორედ იმ ადამიანთან განიხილოთ თქვენი ვარაუდები.
ტყუპი
მორიდებულობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გააქტიურდით სასურველის მისაღწევად, ნუ მოგერიდებათ გარშემო მყოფების შეწუხება. ქარიზმული ხართ და საშემოდგომო უხასიათობასაც დაამარცხებთ.
კირჩხიბი
ნუ ჩაიციკლებით ფინანსებზე, ფულის ხარჯვამ სიამოვნება უნდა მოგანიჭოთ. შეეხმიანეთ მეგობრებს, ითამაშეთ ან საუბარში გაატარეთ დრო. ამას დიდი ხარჯი არ სჭირდება.
ლომი
დილა მშვიდი ვალდებულებების მოგვარებას დაუთმეთ. მნიშვნელოვანი შეხვედრები და საქმეები შუადღისთვის დაგეგმეთ. სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებთ, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, პირადი ცხოვრება.
ქალწული
საინტერესო და მრავალმხრივ განათლებულ ადამიანთან მოგიწევთ შეხვედრა. ეცადეთ, თავადაც წარმოაჩინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები. სხვათა შორის, კარგი იქნება, თუ კომპლექსებისა და სისუსტეებისგანაც გათავისუფლდებით.
სასწორი
კრეატიული ხართ და სასიამოვნო პროექტებსაც დაისახავთ. ახლობლებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ.
მიუხედავად იმისა, რომ მაინცდამაინც არც სურვილი გაქვთ და არც დრო.
მორიელი
ბოლოს როდის დაისვენეთ და დღე საკუთარ თავს დაუთმეთ? გადადეთ ყველა საქმე და ქალაქგარეთ გაისეირნეთ, მეგობრებს შეხვდით.
მშვილდოსანი
დღევანდელი დღე გამოიყენეთ საქმეების, ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. თუ გსურთ, ვინმეს მართლა დაუახლოვდეთ, იყავით გულწრფელი და არ მოატყუოთ.
თხის რქა
გრანდიოზული ცვლილებების დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ახალი რომანის დასაწყისი უკვე საინტერესოა.
მერწყული
დღეს ისეთი აქტიური არ ხართ, როგორც ყოველთვის, მაგრამ გარშემო მყოფებს მაინც ექნებათ თქვენთან დროის გატარების სურვილი. შეიძლება პირად ცხოვრებაში ახალმა ნიუანსებმა იჩინოს თავი.
თევზები
იმედებსა და მოლოდინებს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანზე ნუ დაამყარებთ. დაფიქრდით, შეძლებს კი ის კომფორტი შეგიქმნათ, რასაც ელოდებით?.. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ.