ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ ერთობლივად განიხილეს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული, განსაკუთრებით შიდა გზებზე არსებული მდგომარეობა და ამ მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის მხრიდან, მერთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი. შეხვედრის მიზანი ხაშურის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულად გაუმჯობესებაა.
გიორგი გურასპაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
15/10/2019