კუნძულის უბნის სანაპიროზე რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

15/10/2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიას, ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კუნძულის უბნის სანაპიროზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნული პროექტი, წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, 2 000 მეტრიანი სანაპირო ზოლზე შიდა კომუნიკაციების მოწყობას, ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაციას, განათების სისტემის მონტაჟს ითვალისწინებს. პროექტი არაერთხელ იქნა ქალაქის საზოგადოების წინაშე საჯაროდ განხილული. მისი მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, საფეხმავლო და საავტომობილო გზის, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, სპორტული მოედნის, ვეტერანთა სახლისა და საბავშვო მოედნის მოწყობას, კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს. კუნძულის სანაპირო ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0