გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკი შეიქმნება. ამ მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე, მოადგილე თომა დეკანოიძე, გურიის მხარის რწმუნებულს ზურაბ ნასარაიას, ჩოხატაურის მერ ირაკლი კუჭავას და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძეს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები გია ვოლსკი, გია გაჩეჩილაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრაზე ეროვნული პარკის შექმნის მიზნებზე ისაუბრეს. უახლოეს მომავალში დაიწყება წინა საპროექტო კვლევები და მოხდება იმ ტერიტორიების იდენტიფიცირება, სადაც შემდგომ ეროვნული პარკი შეიქმნება. წინასწარი ინფორმაციით, შესწავლის პროცესი 2021 წლამდე დამთავრდება. გურიის ეროვნული პარკის შექმნის პროცესი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ჩოხატაურში ეროვნული პარკი შეიქმნება
15/10/2019