ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადები-რაჭული ჩუქურთმებით, რეაბილიტირდა ტაძრამდე მისასვლელი გზა. აგრეთვე, ტაძრის მიმდებარედ მოეწყო სკვერი და სუვენირების მაღაზია. პროექტი სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის” დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება – 2 004 780 ლარს შეადგენს.
დასრულებული სამუშაოები მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, რწმუნებულის მოადგილემ გიორგი გონაძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ -გიორგი დონაძემ დაათვალიერეს. პროექტის მიზანი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.
ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დასრულდა
10/10/2019