6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

06/10/2019

ვერძი
გარშემო მყოფებს თავს დაამახსოვრებთ, თუ მათთვის რაიმე სასარგებლოს გააკეთებთ. მათი გაბედნიერებით თქვენც გაიხარებთ.

კურო
დღეს დასვენებას, ქალაქგარეთ გასეირნებას დაუთმეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად, მხიარულ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი
საკუთარი ცოდნითა და კეთილგანწყობით გარშემო მყოფებს თქვენ მიმართ პოზიტიურად განაწყობთ.

კირჩხიბი
ახალი პროექტების, ახალი ნაცნობობის, ახალი საინტერესო მოვლენების დღე გელით.

ლომი
პოზიტიურ ცვლილებებს გელით სხვადასხვა სფეროში. საღამოს მცირე გაურკვევლობები იჩენს თავს.

ქალწული
სიახლეები კარგია, მაგრამ გირჩევთ, უპირატესობა უკვე კარგად ნაცნობს მიანიჭოთ. ზოგიერთი ანტიკვარული ნივთების შეძენას გადაწყვეტს.

სასწორი
მხიარულებისა და დროის სასიამოვნოდ გატარების დღეა. საჩუქრები და სიურპრიზები გელით.

მორიელი
იყავით მეტად მიზანმიმართული და გამარჯვებაზე ორიენტირებული. დილიდანვე შეუდექით საქმეების მოგვარებას.

მშვილდოსანი
მეგობრებთან ერთად დაგეგმეთ მხიარული გასეირნება. დღეს მიხვდებით, რომ ახლობლებს ენატრებით.

თხის რქა
გაანალიზეთ თქვენ წინაშე წარმოქმნილი პრობლემები, დაიხმარეთ კომპეტენტური პირები. ფაქტებზე დაყრდნობით ისაუბრეთ.

მერწყული
დააკვირდით წვრილმანებს, ცვლილებებს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ნუ ჩაერევით სხვების საქმეებში, საკუთარი მოუგვარებელი დაგრჩებათ.

თევზები
საინტერესო და რომანტიკული ნაცნობობის დღეა. შეეხმიანეთ მონატრებულ მეგობრებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0