ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა

01/10/2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი იყო ადამიანის უფლებების, სოციალური პოლიტიკის, შრომის უსაფრთხოებისა და დასაქმების მიმართულებებზე. ქართული მხარის მიერ აღინიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი სასიკეთო პროექტი ხორციელდება, რომელსაც ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ და მისი იმპლემენტაციის მექანიზმებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0