სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

29/09/2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამჯერად ადგილობრივ მოსახლეობას აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყემში, ტყვირსა და ქოლობანში შეხვდნენ.
პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, სოფლებში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ადგილობრივებისგან ინფორმაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და აბაშის მერის მოადგილემ ირაკლი პერტენავამ მიიღეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების გაცნობის შემდეგ, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრაზე მოსახლეობამ პრიორიტეტებად გამოკვეთა გაზიფიცირების, შიდა გზების, მელიორაციის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ არსებული პრობლემები.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრებზე დასახელებული პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0