საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, სეიდ ჯავად გჰავამ შაჰიდის შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. მხარეების თქმით, საქართველოსა და ირანს შორის არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობა. ამ კონტექსტში, ყურადღება საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის აქტიური კავშირის აუცილებლობაზე გამახვილდა.
საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებას. ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა დაუდასტურა.
არჩილ თალაკვაძე საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
19/09/2019