შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

18/09/2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მოადგილესთან და გარდაბნის მერთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. პროექტების მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებული ღვთაების მონასტრამდე მისასვლელი 6 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის პროცესს, სოფელში მდინარე ალიხევის ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობას, სოფელ სართიჭალაში, რადიოსადგურის დასახლებასა და რუსთაველის ქუჩაზე გზის საფარის დაგების სამუშაოებს გაეცნო და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს რეკომენდაციები გააცნო.
დღესვე, მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, სოფელ საცხენისსა და ახალსოფელში იმყოფებოდნენ, სადაც ბოლო 40 წლის მანძილზე ასფალტის საფარი პირველად დაიგო. ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის მასშტაბური პროექტი რეგიონალური განვითრების ფონდიდან 1 200 000 ლარით დაფინანსდა.
სოფელ საცხენისში აქტიურად მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მოწყობა. სამუშაოების ღირებულების შემდეგ 800-ზე მეტი ოჯახო 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფლის ამბულატორიის მშენებლობის პროცესი, დამონტაჟდა გარე-განათების სისტემები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0