მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატთან დიმიტრი ხუნდაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქალაქ მცხეთის №1 საჯარო სკოლასა და სოფელ ციხისძირის საბავშვო ბაღს ესტუმრა. მხარის რწმუნებულმა მოსწავლეებს და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ასევე, პედაგოგებს გაესაუბრა და ადგილზე არსებულ საჭიროებებს გაეცნო.
„დღეს, მცხეთის №1 საჯარო სკოლაში და ციხისძირის საბავშვო ბაღში ვიმყოფებოდით და აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მივულოცეთ. მჯერა, 2019-2020 წელი ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებისთვის ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. ხარისხიანი განათლების მისაღებად საჭირო პირობების უზრუნველყოფა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო დაწესებულებების აღსაზრდელებს, ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციისგან „LWR” საჩუქრებიც გადასცეს. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, მაჟორიტარი დეპუტატისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით და „ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების“ მხარდაჭერით, სიმბოლური საჩუქრები რეგიონის ყველა სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს გადაეცემათ.