ლაფანაათკარის და ხეობის ადმინისტრაციულ ერთეულებში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

10/09/2019

ლაფანაათკარის და ხეობის ადმინისტრაციულ ერთეულებში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქერიაანთკარში რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებული წყლის სათავე ნაგებობას, მოეწყო წყალშემკრები ავზები. ხეობის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახალციხეში, ასევე განხორციელდა სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოეწყო წყლის სათავე ნაგებობები, დამონტაჟდა წყალშემკრები ავზები,
საქლორატორო, შეიცვალა მილსადენები. აღნიშნული სოფლების მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა სასმელი წყლის პრობლემა, რომელიც გაწეული სამუშაოების შედეგად გადაიჭრა. სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას შპს “გაზმშენი“ წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0